28 ივლისს, 14:00 საათზე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „დასავლური სამართლის გავლენა აღმოსავლეთის ქვეყნებზე (ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტში)“.
ღონისძიებაზე მოხსენებით გამოვლენ როგორც ქართველი მეცნიერები, ისე ევროპელი და აზიელი მკვლევრები ნიდერლანდების სამეფოდან, შვეიცარიის კონფედერაციიდან, თურქეთის რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან და ინდოეთის რესპუბლიკიდან.
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ღონისძიების მხარდამჭერი და მასპინძელია ალტე უნივერსიტეტი. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური, თანმიმდევრობითი თარგმანის უზრუნველყოფით.
ღონისძიებაზე დისტანციურად დასწრება შესაძლებელი იქნება Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა